ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო – ახალი შესაძლებლობებისა და მნიშვნელოვანი გამოწვევების ეტაპი.
წარმატებებს გისურვებთ ცოდნისკენ მიმავალ გზაზე, დარწმუნებული ვარ, წლების განმავლობაში მიღებული ცოდნა და შრომისმოყვარეობა შედეგს გამოიღებს, თითოეული თქვენგანის წარმატება ხომ ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და გაძლიერების საფუძველია. საქართველოს ეყოლება კიდევ უფრო განათლებული თაობა და ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებთ საზოგადოებაში.
დარწმუნებული ვარ, მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას, ნიჭსა და უნარებს გამოიყენებთ ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის.
კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს ცხოვრების ამ ახალ გზაზე!
გიგა გაბელაია,
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი