აბაშის მუნიციპალიტეტში სკვერების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანი, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია, საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მინდია ღლონტი, აბაშის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ.
ილიას ქუჩის დასაწყისსა და კვათანის უბანში, მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის მიმდებარედ სკვერების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, დასასვენებელ სივრცეებში სკვერის შიდა პერიმეტრი ფილებით მოპირკეთდება, დამონტაჟდება გარე განათება, დაიდგმება ძელსკამები და მოწესრიგდება საპარკე ინფრასტრუქტურა. სკვერის ტერიტორიაზე გაშენდება დეკორატიული ნარგავები.
ასევე, წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში, სკოლის სპორტდარბაზისა და დამხმარე ოთახების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტები საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

Skip to content