,,საქართველოს კლინიკები” აბაშის კლინიკაში, მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო სკრინინგი გაიმართა.
სამედიცინო სკრინინგი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და „საქართველოს კლინიკების“ ორგანიზებით ჩატარდა.
აქციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, მაღალკვალიფიციური ექიმებისგან სრულიად უფასოდ მიეღო პრევენციული სამედიცინო მომსახურება:
– ძუძუს კიბოს სკრინინგი – 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებისთვის;
– საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალებისთვის;
– მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი – 50-დან 70 წლის ჩათვლით ქალებისა და მამაკაცებისთვის;
– პროსტატის კიბოს სკრინინგი – 50-დან 70 წლის ჩათვლით მამაკაცებისთვის;
– B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის სკრინინგი – 18 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის.
მსგავსი პრევენციული ღონისძიებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დაავადებების ადრეულ გამოვლენას, დროულ დიაგნოსტიკასა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის გაუმჯობესებას.






