„ახალგაზრდული დღეები“ გრძელდება!

„ახალგაზრდული დღეები – 2026“ გრძელდება!
ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, ელექტრონული მუსიკის მოყვარულ ახალგაზრდებს საინტერესო და ენერგიული საღამო DJ გიგა პაპასკირმა შესთავაზა.
ღია სივრცეში შეკრებილ ახალგაზრდებს მუსიკისა და გართობის შესაძლებლობა ჰქონდათ, რაც საღამოს განსაკუთრებულ განწყობას ქმნიდა.
ახალგაზრდული დღეების ფარგლებში, 14, 17 და 18 აგვისტოს მუნიციპალური ჩემპიონატი მინი ფეხბურთში გაიმართება.
„ახალგაზრდული დღეები – 2026“ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით მიმდინარეობს და ახალგაზრდებს მრავალფეროვან კულტურულ, სპორტულ და გასართობ აქტივობებს სთავაზობს.

Skip to content