სპექტაკლ „ხალდეს“ პრემიერა აბაშაში

აბაშის მუნიციპალიტეტში, მარნის კულტურის სახლის დარბაზში, სპექტაკლ ,,ხალდეს” საპრემიერო ჩვენება გაიმართა.
სპექტაკლი დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასმა წარმოადგინა, რომლის რეჟისორი გიორგი სიხარულიძეა.
სპექტაკლს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია მეუღლესთან და შვილებთან ერთად დაესწრო, სპექტაკლს ასევე ესწრებოდნენ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სამეგრელოში გასტროლი აბაშაში გამართული წარმოდგენით დაასრულა.
პროექტი, ,,თეატრალური ზაფხული”, რომლის ფარგლებშიც დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრი სამეგრელოში იმყოფებოდა, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის და ,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

Skip to content