ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი აბაშაში 16 პოზიციაზე გამოცხადდება

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი აბაშის მუნიციპალიტეტში 16 პოზიციაზე გამოცხადდება, რომელთაგან 13 ვაკანსია აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო 3 – საკრებულოში.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის – www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერია: სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის არქიტექტურის და ურბანული განვითარების განყოფილება – 1 ვაკანსია; სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილება – 1; შესყიდვების სამსახურის შესყიდვების განყოფილება – 1; ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა განყოფილება – 1; ეკონომიკის სამსახურის ეკონომიკური განვითარების და სოფლის მეურნეობის განყოფილება – 1; ეკონომიკის სამსახურის მუნიციპალური ქონებისა და ადგილობრივი მოსაკრებლის განყოფილება – 1; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის და საფინანსო ზედამხედველობის განყოფილება – 1; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილება – 1; განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის სტრატეგიული განვითარების განყოფილება – 1; მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის სამსახურის საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება – 1; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სოციალური დაცვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა, ვეტერანთა საქმეების განყოფილება – 1; ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილება – 1; ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოების და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება – 1;
ასევე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო: საკრებულოს აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება-1; საკრებულოს აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილება-1; საკრებულოს აპარატის იურიდიულ საკითხთა განყოფილება-1.

Skip to content