„ახალგაზრდული დღეების“ ფარგლებში მინი ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა

,,ახალგაზრდული დღეები – აბაშა 2026“-ის ფარგლებში, მუნიციპალური ჩემპიონატი მინი ფეხბურთში გაიმართა.
ფინალში ერთმანეთს მაცხოვრისკარისა და მაიდნის გუნდები შეხვდნენ, გამარჯვება წილად ხვდა მაცხოვრისაკრის გუნდს. ფინალში გასულ გუნდებს თასები, გუნდის წევრებს მედლები და დიპლომები გადაეცათ.
„ახალგაზრდული დღეები – აბაშა 2026“ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით მიმდინარეობს და ახალგაზრდებს მრავალფეროვან სპორტულ და გასართობ აქტივობებს სთავაზობს.
,,ახალგაზრდული დღეების” ფარგლებში 20 აგვისტოს მუნიციპალური ჩემპიონატი ფრენბურთში გაიმართება, 21 აგვისტოს კი ფეინთბოლში. 22 აგვისტოს „ახალგაზრდული დღეები – აბაშა 2026“-ის დასკვნითი ღონისძიება ჯგუფ „მირაჟის“ კონცერტით დასრულდება.

 

Skip to content