ახალგაზრდული დღეები გრძელდება!
„ახალგაზრდული დღეები – აბაშა 2026“-ის ფარგლებში, ახალგაზრდული მუნიციპალური ჩემპიონატი ფრენბურთში ჩატარდა.
ვაჟთა გუნდებს შორის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ზანათისა და ქოლობნის გუნდები დაუპირისპირდნენ. საინტერესო თამაშში გამარჯვება ზანათის გუნდმა მოიპოვა.
გოგონათა შორის ფინალში ქოლობნისა და სუჯუნის გუნდებმა იასპარეზეს, ჩემპიონობა ქოლობნის გუნდმა მოიპოვა.
გამარჯვებულ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
„ახალგაზრდული დღეები – 2026“ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით მიმდინარეობს და ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვან სპორტულ, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს აერთიანებს.
პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა სხვადასხვა სპორტული აქტივობა, ელექტრონული მუსიკის საღამო, მუნიციპალური ჩემპიონატი მინი ფეხბურთში.
დღეს, ახალგაზრდული დღეების ფარგლებში, წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში ფეინთბოლის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართება.
„ახალგაზრდული დღეები – აბაშა 2026“-ის დასკვნითი ღონისძიება კი 22 აგვისტოს, ჯგუფ „მირაჟის“ კონცერტით დასრულდება.










