„ახალგაზრდული დღეები” ჯგუფ ,,მირაჟის” კონცერტით დასრულდა

„ახალგაზრდული დღეები – აბაშა 2026“ ჯგუფ ,,მირაჟის” კონცერტით დასრულდა.
ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, ჯგუფმა მსმენელის წინაშე მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა წარადგინა.
„ახალგაზრდული დღეები – აბაშა 2026“-ის ფარგლებში არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა, ჩატარდა სხვადასხვა სპორტული აქტივობა, გასართობი და კულტურული ღონისძიება, მუნიციპალური ჩემპიონატები მინი ფეხბურთსა და ფრენბურთში, მოეწყო ელექტრონული მუსიკის საღამო.
პროექტი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა და მიზნად ისახავდა ახალგაზრდების აქტიურ შემოქმედებით და სპორტულ ცხოვრებაში ჩართვას.

Skip to content