წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში, “ახალგაზრდული დღეები-2026“-ის ფარგლებში, ფეინთბოლის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა.
ჩემპიონატში ადმინისტრაციული ერთეულების გუნდები მონაწილეობდნენ.
პირველი ადგილი მოიპოვა ზანათის გუნდმა, მეორე ადგილზე გავიდა ონტოფოს გუნდი, მესამე ადგილი წილად ხვდა სუჯუნა გუნდს.
ფეინთბოლის მუნიციპალური ჩემპიონატი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.








