აბაშის მუნიციპალიტეტში, მარნის კულტურის სახლში გამართულ ღონისძიებაზე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ და აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ საჯარო სკოლების წარმატებული მასწავლებლები დააჯილდვეს.
აბაშის მუნიციპალიტეტისგან, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის 15 პედაგოგს მადლობის სიგელები და საჩუქრები გადაეცა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, 5 ღვაწლმოსილი პედაგოგი, პროფესიული საქმიანობისა და მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ პედაგოგებს წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მასწავლებლის შრომა განსაკუთრებით დასაფასებელია და სწორედ პედაგოგები ქმნიან იმ საფუძველს, რომელზეც მომავალი თაობების ცოდნა, ღირებულებები და წარმატება შენდება.
საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის, ხელოვნების სკოლის გოგონათა ანსამბლი და კულტურის ცენტრის ანსამბლები.
დაჯილდოების ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს. ინიციატივა პედაგოგთა მრავალწლიანი საქმიანობის დაფასებასა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობის ხაზგასმას ემსახურება.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველწლიურად 27 ოქტომბერს, ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.
მსგავსი ინფორმაცია:

კულტურის ცენტრთან არსებული ბენდის სოლო კონცერტი გაიმართა

შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

აბაშის მუნიციპალიტეტში შშმ ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნება

აბაშის მუნიციპალიტეტს, ჯგუფი „ეგარი“ ეწვია

აბაშის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა

ღირსებით ევროპისკენ

ომის ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცეს

სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშაში შშმ ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნება

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად მთელი რიგი ღონისძიებები ხორციელდება.

აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად გრძელდება

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აბაშის მუნიციპალიტეტში საზეიმო ღონისძიებები გაიმარ...














