9 ოქტომბერს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N16 სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია უძღვებოდა.
საკრებულოს სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1.აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 9 ოქტომბრის მორიგი N16 სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დახმარების გაცემის კომისიის ანგარიში 2026 წლის 6 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი მამუკა თელია.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიში 2026 წლის 6 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი -აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი გოჩა ქოიავა.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის IV კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე დავით ცანავა.







