საკონსულტაციო შეხვედრები მოსახლეობასთან

აბაშის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, კეთილარისა და ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრებს ესწრებოდნენ მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები.  კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივებმა პრიორიტეტად გარე განათების მოწყობა და გზის მოხრეშვა დაასახელეს. ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის გადაწყვეტილებით მოეწყობა ჭაბურღილი და გარე განათება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების განსახორციელებლად, კეთილარისთვის გამოყოფილია 12 000 ლარი, გულეიკარისთვის 12 000, ასევე, გაღმა კოდორისთვისაც 12 000 ლარი. ქოლობანში დაიხარჯება 16 000 ლარი, ბულვანში 12 000 ლარი, გუგუნაყათში 10 000 ლარი.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content