სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

      ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები შეირჩა ძვ.აბაშის, ონტოფოსა და სეფიეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
შეხვედრებს ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია და მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები.
კონსულტაციების შედეგად მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
ძვ. აბაშაში მოეწყობა გარე განათება, რისთვისაც დაიხარჯება 16 000 ლარი.
ონტოფოს ადმინისტრაციულ ერთეულში სტადიონზე გადასასვლელი ხიდი და გარე განათება მოწყობა, შემოიღობება ამბულატორია, დაიხარჯება 16 000 ლარი.
სეფიეთის ადმინისტრაციული ერთეულისთვისაც გამოყოფილია 16 000 ლარი, აქ მოიხრეშება გზა, მოეწყობა გარე განათება, ჭაბურღილი და სპორტულ მოედანზე ტრენაჟორები.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content