აბაშის მუნიციპალიტეტის მერია

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის #204 დადგენილების შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის მერია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით აცხადებს შიდა კონკურსს 2021 წლის 15 ივნისს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკანსიებზე განცხადების მიღების ბოლო ვადაა 19 ივნისი 24:00 სთ-მდე.
კონკურსში მონაწილეობის უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, ფლობს ქართულ ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობისთვის დაწესებულ საკონკურსო-საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განცხადება უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით;
2. კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით;
3. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge)- ,,ჩემი რეზიუმე“-ს ,,დამატებითი დოკუმენტაციის“ ბლოკში კანდიდატმა უნდა ატვირთოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) კონკრეტულ ვაკანტურ თანამდებობაზე დაწესებული საკონკურსო-საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) შიდა კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო დაწესებულების ან/და დაწესებულების სისტემის მასშტაბით და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს იქ დასაქმებულ მოხელეს.
– აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
4. საბუთები წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე. (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანის წარდგენა) საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატი კონკურსის მე-2 ეტაპზე არ დაიშვება.
5. კონკურსის გასაუბრების ეტაპზე მონაწილეებმა უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
6. კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
ა) პირველი ეტაპი მოიცავს საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის მიერ კანდიდატთა განცხადებების (აპლიკაციების) გადარჩევას; პირველი ეტაპის შედეგების შესახებ ეცნობებათ კანდიდატებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის www.hr.gov.ge -ს მეშვეობით.
ბ) მე-2 ეტაპი ტარდება გასაუბრების ფორმით. შერჩეულ კანდიდატთან (კანდიდატებთან) გასაუბრებას ატარებს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისია.
დ) გასაუბრება ჩატარდება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში მისამართზე: ტროფი დარასელიას ქ #1 (მესამე სართული).


7. შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: მამუკა თელია- 599 85 58 03;

მსგავსი ინფორმაცია:
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

აბაშის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული აბაშობა-2025 აღინიშნება

აბაშის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული "აბაშობა-2025" აღინიშნება

შეხვედრა ვაქცინაციასთან დაკავშირებით

შეხვედრა ვაქცინაციასთან დაკავშირებით

აბაშაში საშობაო მსვლელობა გაიმართა

აბაშაში საშობაო მსვლელობა გაიმართა

ისრაელის ელჩის ვიზიტი აბაშაში

ისრაელის ელჩის ვიზიტი აბაშაში

კონსტანტინეობა -2025 გაიმართება

"კონსტანტინეობა" -2025 გაიმართება

აბაშაში „გმირის დღის“ პრეზენტაცია გაიმართა

აბაშაში „გმირის დღის“ პრეზენტაცია გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში, „ევროპის დღეების“ ფარგლებში, თემატური კონფერენცია-,,ევროპა ჩვენი არჩევანია“ ...

აბაშის მუნიციპალიტეტში, „ევროპის დღეების“ ფარგლებში, თემატური კონფერენცია-,,ევროპა ჩვენი არჩევანია“ ...

აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან მიღების საათები

აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან მიღების საათები

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

აბაშაში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას  პატივი მიაგეს

აბაშაში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აბაშის მუნიციპალიტეტში

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აბაშის მუნიციპალიტეტში

Skip to content