საახალწლო ღონისძიება და გალა კონცერტი აბაშაში

აბაშაში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამართული ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდა. რომელშიც მონაწილეობა დათო არჩვაძემ, აჩიკო ნიჟარაძემ და Goofy Land-მა მიიღეს.
აბაშაში მთლი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართა, სცენა დღის განმავლობაში ადგილობრივ ანსამბლებს და შემსრულებლებს ჰქონდათ დაკავებული.
მოეწყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
აბაშაში წელს ახალი ნაძვის ხეც დაიდგა და მისი ოფიციალური ანთებაც დღეს მოხდა. ღონისძიებაზე დაცული იყო კოვიდ რეგულაციები.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content