პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საახალწლო ღონისძიება გაიმართა

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტო გადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ღონისძიებაზე დაცული იყო კოვიდ რეგულაციები.

მოსიარულე მუსიკოსების, ელფებისა და ზღაპრის გმირების გამოჩენამ განსაკუთრებით პატარები გაახალისა, თოვლის ბაბუამ ტკბილეული და საჩუქრები დაურიგა ბავშვებს.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები.
საღამოს გალა კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ცნობილი ქართველი მომღერლები: დათო არჩვაძე, აჩიკო ნიჟარაძე და Goofy Land.
ოფიციალურად აინთო აბაშის ახალი ნაძვის ხე.
საახალწლო ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან, მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ შვილთან ერთად მიულოცა დამდეგი ახალი წელი ღონისძიების მონაწილეებს და ბედნიერი, წარმატებული წელი უსურვა მათ.
ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საახალწლო ღონისძიებები საქართველოს 63 -ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content