აბაშის მუნიციპალიტეტში ყველა საბავშვო ბაღის, სკოლის შენობა და არსებული ინვენტარი სპეციალური ხსნარით დამუშავდა.
სადეზინფექციო სამუშაოები კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდა.
9 მარტიდან აბაშის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების შენობებში და იმ ავტოტრანსპორტში, რომლებიც მოსწავლეებს ემსახურებიან, სადეზინფექციო სამუშაოებს სპეციალური სამსახური, შპს „პანაცეა+1“ განახორციელებს.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან მაკალათიას ბრძანებით (2020 წლის 28 თებერვალი. N239), მერიაში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისა და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარებისათვის ადგილზე გასვლით განახორციელებს სისტემატურ მონიტორინგს.
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ყველა საჯარო სკოლასა და სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 2-დან 16 მარტამდე შეწყდა