სახელმწიფო რწმუნებულმა საკოორდინაციო ჯგუფთან შეხვედრა გამართა

     სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ რეგიონში, კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე რეგიონში ამ კუთხით არსებული ვითარება და პრევენციული ზომები განიხილეს.
სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ყველა უწყების წარმომადგენლისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
სამუშაო შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა მიიღო ინფორმაცია სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. რეგიონის მასშტაბით სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოების საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ხდება. სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდება ასევე სახელოვნებო და სპორტულ სკოლებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საჭიროების შემთხვევაში სკარანტინო სივრცეების გამოყოფის საკითხი.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შექმნილ დროებით სამუშაო ჯგუფში სახელმწიფო რწმუნებული, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურსცენტრის წარმომადგენლები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები შედიან.
ამასთან, შეხვედრაზე გაცხადდა, რომ სამთავრობო უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე სამეგრელოს რეგიონში გაუქმდება 3 და 8 მარტს დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე     ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

მსგავსი ინფორმაცია:
ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია
აბაშის მუნიციპალიტეტში, ძვ. აბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, N8 ქუჩაზე, შესახვევებთან ერთად, ასფალტო-...
აბაშის მუნიციპალიტეტში სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა
შეხვედრა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან
უამინდობისგან შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს
საკონსულტაციო შეხვედრები მოსახლეობასთან
გაეროს ბავშვთა ფონდის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელ...
9 მაისს შეკრებილებმა პატივი მიაგეს ფაშიზმთან ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
აბაშაში შშმ ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნება
ომის ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცეს
უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მეორე ეტაპზე შეგროვილი ტვირთი უკრაინაში გაიგზავნა
მოსახლეობასთან კონსულტაციები ონტოფოს, სეფიეთის, გეზათისა და სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციულ ერთეულებშ...
გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content