გილოცავთ შობა-ახალ წელს!

ჩემო ძვირფასო აბაშელებო, გილოცავთ შობა-ახალ წელს!
სიკეთის, სიყვარულის, მადლის, ბარაქის წელი ყოფილიყოს თქვენთვის და სრულიად საქართველოსთვის.
შობა-ახალ წელს ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, სამართალდამცავებს, პედაგოგებს, ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს, მშენებლებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს. ვულოცავ ყველას, ვინც ამ რთულ დროს, კოვიდ პანდემიის პერიოდში ღირსეულად ემსახურა ჩვენს ქვეყანას.
მჯერა, 2022 წელი იქნება მეტი სიმშვიდის, წინსვლის, განვითარების, სიხარულის მომტანი.
გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერება დაგბედებოდეთ!
უფალი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი!
გიგა გაბელაია,
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content