საახალწლო კონცერტი აბაშაში

აბაშის მუნიციპალიტეტში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში საახალწლო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ფოლკლორული ანსამბლები, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ,,ჰარირა“, ინდივიდუალური შემსრულებლები.
საახალწლო კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ აბაშელი ახალგაზრდები: პროექტ „მხოლოდ ქართულის“ ფინალისტი, ნინი შონია და არაერთი მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული, მერაბ ჭანტურია.
ღინისძიება მიყავდა ნინი ძველაიას და შალვა მხეიძეს.
საახალწლო კონცერტს ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა და მერის მოადგილე გიგა ჯვარელია.
ახალი ნაძვის ხე, ახალი ილუმინაციები, საახალწლო განათებები ხალისიან გარემოს ქმნიდა.
ღონისძიება ულამაზესი ფოიერვერკით დასრულდა.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content