უხვი ნალექის შედეგად მდინარე კოვზაზე ხიდი დაზიანდა

აბაშის მუნიციპალიტეტში, გეზათის ადმინისტრაციულ ერთეულში, უხვი ნალექის შედეგად მდინარე კოვზა ადიდდა.
ადიდებულმა მდინარემ დააზიანა აბაშა-გეზათის დამაკავშირებელ გზაზე არსებული ხიდი. აღნიშნულიდან გამომდინარე რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებული იყო მოძრაობა სოფელ გეზათის მიმართულებით.
სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მერის მოადგილე გიგა ჯვარელია და შესაბამის სამსახურების წარმომადგენლები.
დაზიანებული ხიდის გამაგრებით სამუშაოებში ჩართული იყო ა(ა)იპ აბაშის „კეთილმოწყობის“ სამსახურის ტექნიკა.
უამინდობისგან შექმნილი პრობლემები ამ დროისათვის აღმოფხვრილია. ხიდზე მოძრაობა აღდგენილია და გადაადგილება უსაფრთხოა.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content