საკრებულოს N1 სხდომა

21 იანვარს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N1 სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია.
საკრებულოს სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 დეკემბრის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი დიმიტრი ცანავა-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.

2. აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობის გაზრდის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი დიმიტრი ცანავა-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი

3. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პასუხისმგებელი პირების მიერ სამსახურებრივი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის და ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საწვავის ხარჯის ყოველთვიური ზღვრული ოდენობის განსაზღვრის თაობაზე.
მომხსენებელი დავით ცანავა-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.

4. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის I კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი ტატიანა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ,სამანდატო,საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content