ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია

ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის, „საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტში“, ფარგლებში პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.
ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე კონფერენცია ჰიბრიდულად, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღონისძიების დასკვნითი ნაწილი ფოთში გაიმართა. შეხვედრა გახსნა და პროექტის შესახებ მონაწილეებს ინფორმაცია გააცნო პროექტის დირექტორმა, ნინი გვასალიამ.
კონფერენციას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, დავით ვერავა, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, ბექა ვაჭარაძე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, სოლიდარობის ფონდი პლ საქართველოში და სახვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
კონფერენციაზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, ისაუბრა დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების საქმეში სამოქალაქო საზოგადოების როლსა და პროექტების მნიშვნელობაზე.
მერის პირველმა მოადგილემ, ირაკლი პერტენავამ წარმოადგინა პრეზენტაცია აბაშის მუნიციპალიტეტში პროექტის განხორციელების შედეგად მიღწეულ შედეგებზე.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა, ბექა ვაჭარაძემ აბაშის მუნიციპალიტეტსა და პარტნიორ ორგანიზაციებს წარმატებული თანამშრომლობისათვის მადლობის სიგელები გადასცა.
პროექტი_,,საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში“ ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა, ქალაქ ფოთის მერიასა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიასთან, ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტთან (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) და სტუდენტურ ახალგაზრდულ სათათბირო

სთან პარტნიორობით.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content