გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

აბაშის მუნიციპალიტეტში გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.
მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, თოვლის საფარისგან თბილისი–სენაკი–ლესელიძის (264-290კმ) საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გზების გაწმენდით სამუშაოებზე მუნიციპალურ სამსახურთან ერთად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა მუშაობდა. გზაზე დაიყარა ტექნიკური მარილი.
სამუშაოები საჭიროებიდან გამომდინ არე გაგრძელდება, რათა ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად იყოს შესაძლებელი.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content