მერიაში მოქალაქეთა მიღება გაიმართა

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, მოქალაქეთა მიღება გამართა.
ადგილობრივებმა მერს პრობლემები გააცნეს და მათთვის აქტუალურ საკითხებზე ესაუბრნენ.
გიგა გაბელაიამ მოქალაქეების პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და არსებული საკითხების გადაჭრაში კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.
მოქალაქეთა მიღება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეებთან შეხვედრა ყოველი კვირის სამშაბათს, 11:00 საათიდან იწყება.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content