მერმა ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის წარმომადგენელი, თამაზ გაბელაია წარადგინა

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის წარმომადგენელი, თამაზ გაბელაია თანამშრომლებს წარუდგინა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია, მოადგილეები: დავით გუნია და ზეზვა მაკალათია, ფრაქცია „ქართულ ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, როინ კაჭარავა, ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით ცანავა და სხვა სამსახურების წარმომადგენლები.
„თამაზ გაბელაია შრომისმოყვარე, წარმატებული ახალგაზრდაა, დარწმუნებული ვარ ის გუნდთან ერთად ყველაფერს გააკეთებს თითოეული აბაშელის კეთილდღეობისათვის. ერთიანი ძალისხმევით ჩვენი ქალაქის წინაშე მდგარ გამოწვევებს ეფექტურად დავძლევთ და აბაშა იქნება ერთ-ერთი წარმატებული და ეკონომიკურად ძლიერი ქალაქი“,-აღნიშნა გიგა გაბელაიამ.
მერმა მადლობა გადაუხადა ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის ყოფილ წარმომადგენელს, რუსლანდ ბოკუჩავას გაწეული საქმიანობისათვის.
თამაზ გაბელაია დაიბადა 1988 წლის 30 ნოემბერს.
სწავლობდა სოფელ ნოღოხაშის, შემდეგ კი ქალაქის პირველ საჯარო სკოლაში.
2014 წელს დაამთავრა ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით.
სწავლასთან ერთად წარმატებულად საქმიანობდა ბიზნესსექტროში.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content