მერი კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლის სამხატვრო განყოფილებაში იმყოფებოდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლის სამხატვრო განყოფილებაში იმყოფებოდა.
მერი სასწავლო პროცესს გაეცნო და აღნიშნა, რომ სკოლა ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას ზრდის, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა და სახელოვნობო განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
აღსანიშნავია, რომ ბელარუსის რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და ბელარუსის ბავშვთა და ახალგაზრდობის ხელოვნების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით დაგეგმილ, ბავშვთა ხატვის მე-8 საერთაშორისო კონკურსზე სამხატვრო განყოფილების მოსწავლეების: სოფიო გახარიასა და მარიამ ხინთიბიძის ნამუშევრებიც გაიგზავნება. კონკურსის სლოგანია, „გაააქტიურე მომავალი, ჩვენ სამყაროს ბავშვები ვართ“.
გიგა გაბელაიამ წარმატებები უსურვა მოსწავლეებს, ხელმძღვანელს შაქრო ტყვაცირიას და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ხელოვნების სკოლა აცნობს და აყვარებს მოსწავლეებს ეროვნულ კულტურულ მემკვიდრეობას, ქართული და მსოფლიოს ხელოვნების ნიმუშებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა ახალგაზრდებისთვის.
კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლის სამხატვრო განყოფილებაში 22 მოსწავლეა, რომლებიც აქ ფერწერასა და გრაფიკას ეუფლებიან.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content