სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციულ ერთეულში მდ. ცხენისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, მოადგილეებთან ერთად სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდ. ცხენისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა.
გიგა გაბელაია ასევე სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა და პროექტის განხორციელების დეტალებს ადგილზე გაეცნო.
ნაპირსამაგრი სამუშაოები მდ. ცხენისწყლის სამ ლოკაციაზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ეწყობა ნაპირდამცავი ნაგებობება დიდი ზომის ლოდებისაგან შემდგარი ბერმით.
უხვი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარე წლების განმავლობაში აზიანებდა სახნავ-სათეს სავარგულებს, საკარმიდამო ნაკვეთებს და საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას.
პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.  სამუშაოები  მიმდინარე წლის მარტის ბოლოს დასრულდება.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content