აბაშის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის 95% დასრულებულია

აბაშის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის 95% დასრულებულია.
პროექტის ფარგლებში ქალაქ აბაშასა და მიმდებარე 9 სოფელში არსებული 15 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ძველი მაგისტრალური მილსადენი შეიცვალა სრულიად ახალი ქსელით. მოეწყო სათავე ნაგებობები, სახანძრო ჰიდრატები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ რეზერვუარებს.
არსებულ ვითარებას ადგილზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია გაეცნო.
,,აბაშის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების ქსელი და სათავე ნაგებობა გასული საუკუნის 60-80 -იან წლებშია აშენებული. მოძველებული ქსელის გამო ხშირი იყო დაზიანებები და სასმელი წყალი მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდებოდა. სამუშაოების ძირითადი ნაწილი ჩატარებულია. არსებობს მცირე გამოწვევები და ჩვენ შესაბამის სამსახურებთან ერთად ვმუშაობთ აქტიურად, რომ უმოკლეს დროში ეს გამოწვევები გადავჭრათ, რის შემდეგაც მოსახლეობა ხარისხიან სასმელ წყალს შეუფერხებლად მიიღებს’’-აღნიშნა გიგა გაბელაიამ.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content