უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გროვდება

აბაშის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას, გვერდით დაუდგეს უკრაინელ ხალხს ამ დიდ განსაცდელში.
მერიის სარეზერვო ფონდიდან უკრაინის ქალაქების დასახმარებლად გამოიყო 10 000 ლარი, რომელიც გათვალისწინებულია პირველადი მოხმარების აუცილებელი ნივთებისა და მედიკამენტების შესაძენად.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ჰუმანიტარული დახმარების პროცესებში აქტიური ჩართულობისკენ ბიზნეს სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებსაც მოუწოდებს.
აქციაში მონაწილეობის მსურველებს არამალფუჭებადი საკვებისა და პირველადი მოხმარების ნივთების მოტანა შეუძლიათ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გახსნილ სპეციალურ შტაბში.
მსურველებმა ინფორმაციისთვის შეუძლიათ დარეკონ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 599 44 88 58; 599 85 47 12
უკრაინული ქალაქებისთვის ჰუმანიტარული დახმარება გროვდება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და რეგიონში შემავალ ყველა მუნიციპალიტეტში.
ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირება უკრაინის შესაბამის ოლქებსა და ქალაქებში საქართველოს მთავრობის დახმარებით იქნება შესაძლებელი.
#გავერთიანდეთუკრაინისთვის

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content