დედის დღე მიულოცეს ომში დაღუპული ეროვნული გმირის, გიორგი ნადარეიშვილის დედას და მრავალშვილიან დედებს

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ 3 მარტი მიულოცა ყველა დედას: „გილოცავთ დედის დღეს, მას ხომ გამორჩეული ადგილი უკავია ყველას ცხოვრებაში. ეს სიტყვა იტევს დიდ სიყვარულს, სითბოს, მადლს. ჩვენი ისტორია სავსეა მათი თავდადების, გმირობისა და გამძლეობის მაგალითებით. ყველა დედას ვუსურვებ მშვიდობას, სიხარულს, სამშობლოს ერთგული და საამაყო შვილების აღზრდას, ბედნიერ დედობას, უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ!“
მერის პირველმა მოადგილემ ირაკლი პერტენავამ და მერის მოადგილემ, გიგა ჯვარელიამ, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დედის დღე მიულოცეს, ყვავილები მიართვეს და საჩუქრები გადასცეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ეროვნული გმირის, გიორგი ნადარეიშვილის დედას და მრავალშვილიან დედებს.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content