აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას მერის წარმომადგენელი, ზვიად კუპრეიშვილი წარუდგინა.
გიგა გაბელაიამ მოსახლეობასთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოფელში არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ ყველაფერი გაკეთდება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისათვის, ამ სოფლის კიდევ უფრო განვითარებისათვის.
მერმა მადლობა გადაუხადა მერის ყოფილ წარმომადგენელს, ზაზა ჯალაღონიას გაწეული საქმიანობისათვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ზვიად კუპრეიშვილი დაიბადა 1974 წლის 9 აგვისტოს, სოფელ წყემში. სწავლობდა ამავე სოფლის, შემდეგ კი აბაშის N1 სკოლა-გიმნაზიაში. 1997 წელს დაამთავრა ქუთაისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი. 1999-2006 წლებში მუშაობდა შსს აბაშის სამმართველოში, 2007-2017 წლებში კი წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.