მდინარე ნოღელაზე ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა

აბაშის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის 269-ე კილომეტრზე, მდინარე ნოღელაზე ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.
ხიდის მშენებლობის სამუშაოების მიმდინარეობა აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, სამშენებლო კომპანია „ჯორჯიან ბრიჯ ქონსთრაქშენის” წარმომადგენელთან, თამაზ კინტირაიასთან, მოადგილეებთან და მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერა.
არსებული ხიდი, რომლის დემონტაჟიც მოხდა, ავარიულ მდგომარეობაში იყო და ვერ აკმაყოფილებდა თანამედროვე სატრანსპორტო მოთხოვნებს.
პროექტის დასრულების შემდეგ ხიდზე მოეწყობა ასფალტბეტონის საფარი, ქვეითთა სავალი და ახალი საგზაო ნიშნები.
პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content