ძვ. აბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ცოტნე პერტენავა წარადგინეს

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, ძვ. აბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ცოტნე პერტენავა წარადგინა.
წარდგენას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, ადგილობრივები.
შეხვედრაზე ისაუბრეს სოფელში არსებულ უპირველეს საჭიროებებზე, მათი დროულად და ეფექტურად გადაჭრის გზებზე. ყურადღება გამახვილდა ისეთი პრიორიტეტული პროექტების განხორციელებაზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას. მერმა ასევე ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში განთავსებული ბიბლიოთეკა დაათვალიერა.
„მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ძველ აბაშაში, ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით კლასიკოსი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის სრული რეაბილიტაცია და კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. აბაშის მუნიციპალიტეტს შეემატება კულტურული სივრცე, რომელიც საშუალებას მისცემს მომავალ თაობებს, სათანადო პატივი მიაგონ ღირსეულ წინაპარს.
ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მეტი ჩართულობა სხვადასხვა პროგრამაში, მათი მიზანსწრაფვა, ენერგია, ცოდნა, განსხვავებული მოსაზრებები, ინოვაციური მიდგომები დადებითი ცვლილებების გარანტიაა. ჩვენ ერთად გავაკეთებთ კიდევ უფრო მეტს სოფლის განვითარებისთვის,“-აღნიშნა შეხვედრაზე გიგა გაბელაიამ.
ცოტნე პერტენავა დაიბადა ძვ. აბაშაში 1997 წლის 28 იანვარს.
2019 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი.
2018-2019 წლებში მუშაობდა სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში“.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content