აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა.
სამუშაო შეხვედრაზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფათა რისკის შემცირების გზები განიხილეს. ასევე ისაუბრეს ადგილობრივ დონეზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან ადამიანებისა და ეკონომიკის დაცვის, შესაბამისი განათლების გაუმჯობესებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების შესახებ.
2019 წელს მასშტაბური პროგრამა დაიწყო, რომელიც კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციასა და კატასტროფათა რისკის შემცირებას ემსახურება. პროგრამა საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content