აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, მოადგილეებთან ერთად, მერიის საკონფერენციო დარბაზში, სამსახურების უფროსებთან, მუნიციპალური ააიპ-ების ხელმძღვანელებთან, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის ახლად დანიშნულ წარმომადგენლებთან, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გელა ხოშტარია, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, როინ კაჭარავა და საკრებულოს სხვა წევრები.
შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა და თანადგომა უკრაინელ ხალხს.
სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა მიმდინარე საკითხები, 2022 წელს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები და განისაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები. ასევე, იმსჯელეს მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
გიგა გაბელაიამ აღნიშნა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დღეიდან დაიწყო მოსახლეობასთან შეხვედრები პრიორიტეტული საპროექტო წინადადებების შერჩევის მიზნით. ამ პროცესში კი ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის აქტიური ჩართულობა.
მერმა ასევე აბაშელი ახალგაზრდების პროექტებში მონაწილეობასა და ინიციატივების შესახებ ისაუბრა.
„ჩვენ წარმოვადგენთ არაერთ პროექტს, რომელიც საინტერესო იქნება ახალგაზრდებისათვის, მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის. ახალგაზრდების როლი და კიდევ მეტი ჩართულობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დიდ პოტენციალს ვხედავთ მათში, რომელიც მუნიციპალიტეტისთვის უნდა იქნას გამოყენებული“,-აღნიშნა გიგა გაბელაიამ.
შეხვედრაზე თითოეული სამსახურისთვის მომავალი კვირის მანძილზე განსახორციელებელი სამუშაოები განისაზღვრა.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content