უანგარო დონაციის აქცია, „გაიღე სისხლი, გაუზიარე სიცოცხლე“ გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერის, გიგა გაბელაიას, საოჯახო მედიცინის ცენტრ „შანის“ დირექტორის, ნანა შენგელიას მხარდაჭერითა და „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ ავტონომიური სისხლის ბანკის ინიციატივით, უანგარო დონაციის აქცია, „გაიღე სისხლი, გაუზიარე სიცოცხლე“ გაიმართა.
„სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ წარმომადგენლების განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, სისხლის კომპონენტის დეფიციტი შეიქმნა, სისხლის ბანკში სისხლის კომპონენტის მარაგის არსებობა იმ ადამიანების ჰუმანიზმზე და მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული, რომლებიც ზრუნავენ მოყვასზე და უანგაროდ გაიღებენ სისხლს მათი სიცოცხლის გადასარჩენად და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი აქციების მხარდაჭერა და მონაწილეობა.
აქციაში 70-მდე დონორი ჩაერთო. სისხლი უანგაროდ გაიღეს მერიის, მუნიციპალური ააიპების, საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლებმა, მოხალისეებმა.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content