საკრებულოს N4 სხდომა.

28 მარტს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N4 სხდომა გაიმართა.
საკრებულოს სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია.
სხდომას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ირაკლი პერტენავა და მოადგილე გიგა ჯვარელია.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ტატო ედიშერაშვილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.
2. მეგული ჩოჩიას აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ.
მომხსენებელი ტატიანა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით გაცემის თაობაზე, აბაშის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი დათო თოფურია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის ქონების მართვისა და ადგილობრივი მოსაკრებელის განყოფილების უფროსი.
4. აბაშის მუნიციპალიტეტში ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ დასაფინანსებელი პროექტების საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ.
მომხსენებელი მირზა ქვილითაია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ურბანული სამსახურის ურბანული განვითარების განყოფილების უფროსი.
5. აბაშის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ.

6. აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2021 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.
მომხსენებელი თეიმურაზ ნოდია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.
7. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ანგარიში 2021 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი მამუკა თელია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი.

8. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ანგარიში 2021 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი აპოლონ ლაბარტყავა-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.
9. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის ანგარიში 2021 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი ჯონი ჩოჩია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსი.
10. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის ანგარიში 2021 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი მირზა ქვილითაია-ქვილითაია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ურბანული სამსახურის ურბანული განვითარების განყოფილების უფროსი.
11. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ანგარიში 2021 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი შალვა დარცმელიძე – აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის ,ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი.
12. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის II კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი ტატიანა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content