სამუშაო შეხვედრა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მენეჯერს, თინათინ ტყეშელაშვილს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელს, სოფიო სვანაძეს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივ თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს, ნიკოლოზ როსებაშვილს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) – “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში – ფაზა 2“, პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც სოფ. ქოლობანში, ავტომაგისტრალის მიმდებარედ აგრობაზარი აშენდა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს აბაშის მუნიციპალიტეტს მერს, გიგა გაბელაიას თანამშრომლობისათვის.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე. შეხვედრის მონაწილეებმა გაწეული საქმიანობა შეაჯამეს.
მხარეებმა გამოთქვეს მზაობა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და სხვადასხვა პროექტის განხორციელების მიზნით თანამშრომლობისათვის.
„მსგავსი პროექტების განხორციელება ჩვენი მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, სოციალური პირობებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ერთ-ერთი საფუძველია. ეს ხელს შეუწყობს კერძო სექტორში დასაქმებული მეწარმეების საქმიანობის განვითარებას, რაც შექმნის მეტ სამუშაო ადგილს, ეს ეკონომიკურად მეტ ძლიერ ოჯახს ნიშნავს“,-აღნიშნა გიგა გაბელაიამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონული კოორდინატორი, სალომე გუგუშვილი, პროექტის განხორციელებაში ჩართული პირები, მერიის წარმომადგენლები: გიორგი თოფურია, მირანდა მიგინეიშვილი
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content