31 მარტი რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.

31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის,რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის,საქართველოს ეროვნულო გმირის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.
აღნიშნულთან დაკავშირებით აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა გიგა გაბელაია, საკრებულოს წევრებმა, საჯარო მოხელეებმა,საზოგადოების წარმომადგელებმა ყვავილებით შეამკეს ქალაქის ცენტრალურ პარკში საქართველოს ეროვნულ გმირთა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მემორიალი,რის შემდეგაც კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში გაიმართა ღირსსახსოვარი თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content