დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე აღინიშნება

დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე აღინიშნება.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან ერთად, ეროვნული გმირების, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის მემორიალური ქვა ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას.
ამ დღესთან დაკავშირებით, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში ღონისძიება გაიმართა.
საღამოზე წარმოდგენილ იქნა პირველი პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და ვიდეო კოლაჟები. გამომსვლელებმა ისაუბრეს საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღის შესახებ და ზვიად გამსახურდიას წვლილზე საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენაში.
„1991 წლის 31 მარტს მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა გამოხატა ნება, რომ აღდგენილიყო საქართველოს დამოუკიდებლობა. ამ პროცესებში უდიდესია ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას როლი, მოწამეობრივი გზით იარეს და თავი სამშობლოს თავისუფლებისთვის გადადეს. აუცილებელია დაფასდეს მათი ღვაწლი. ზვიად გამსახურდია ჭეშმარიტად ემსახურა თავის ქვეყანას. ასეთ შვილებს ერი არ ივიწყებს, თაობებს გადაეცემა მათი სახელები,“-აღნიშნა თავის გამოსვლაში გიგა გაბელაიამ.
პირველი პრეზიდენტის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მერის მოადგილე, გიგა ჯვარელია, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საღამო მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების სამსახურისა და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content