აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა გიგა გაბელაიამ, ონტოფოს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ამირან ნადარეიშვილი წარადგინა

გიგა გაბელაიამ ონტოფოში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე სოფლის აქტუალურ თემებზე, სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებზე, ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა. ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივებზე და სხვადასხვა სახის პროექტში ახალგაზრდების მონაწილეობაზე. ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტურობასა და მოქალაქეების მხრიდან ჩართულობაზე, როდესაც განსახორციელებელი პროექტებს თავად მოსახლეობა ირჩევს.
„მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში ასრულებენ უმნიშვნელოვანეს როლს კონკრეტული სოფლის პრობლემების მოგვარებაში, ყოველდღიური შეხება აქვთ სოფლის თითოეულ მაცხოვრებელთან და კარგად იციან რა საკითხებია მათთვის უპირველესად მოსაგვარებელი.
ჩვენ შეხვედრაზე გამოკვეთილ პრობლემებს მაქსიმალურად გავითვალისწინებთ, რადგან გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს სოფელში. გვაქვს მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვები და კონკრეტული გეგმები ონტოფოსთან მიმართებაში, რაც სოფელს მეტ განვითარებას და წარმატებას მოუტანს.
აქვე მადლობას გადავუხდი მერის ყოფილ წარმომადგენელს, გიგა ნადარეიშვილს გაწეული საქმიანობისათვის“,-აღნიშნა გიგა გაბელაიამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, მურთაზ ჯალაღონია, ადგილობრივები.
ამირან ნადარეიშვილი დაიბადა 1993 წლის 27 სექტემბერს ონტოფოში.
დაამთავრა გელათის სასულიერო აკადემია. აქვს კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content