აბაშის მუნიციპალიტეტი შეუერთდა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას

აბაშის მუნიციპალიტეტი შეუერთდა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას.
მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრში „ჭრელი წინდების“ აქცია გაიმართა, რომლის მიზანი მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვა და დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლებაში წვლილის შეტანაა.
„ჭრელი წინდების“ აქციას შეუერთდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერიისა და საკრებულოს, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები.
„ამ დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ინკლუზიური გარემოს შექმნა ნიშნავს თითოეული ადამიანის სრულყოფილ ჩართვასა და მონაწილეობას საზოგადოებაში. ჩვენი პატარა მეგობრები თავიანთი სიკეთით, უსაზღვრო სიყვარულით გვარწმუნებენ რომ ისინი „მზის შვილები“ არიან. ჩვენ უნდა შევქმნათ თანასწორი, თავისუფალი გარემო სადაც ყველა ადამიანი – გამონაკლისის გარეშე – შეძლებს თავისი მისწრაფებების რეალიზებას,”-აღნიშნა შეხვედრაზე გიგა გაბელაიამ.
ქალაქის ცენტრში მოეწყო შშმ პირთა და „მზის შვილების“ ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა. აქციის მონაწილეებმა ფერად ბარათებზე დატოვეს გზავნილები.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის 2022 წლის მთავარი გზავნილია.
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content