აბაშის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები დასრულდა.
მოსახლეობასთან კონსულტაციები ონტოფოს, სეფიეთის, გეზათისა და სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.
შეხვედრას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ადგილობრივებმა წარმოდგენილი საპროექტო წინადადებებიდან მათი სოფლისთვის პრიორიტეტულ პროექტები აირჩიეს. მოსახლეობამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები:
ონტოფოში-სასაფლაო შემოიღობება, სეფიეთში-გმირთა მემორიალის, კლუბისა და სკოლის შემოღობვაა გათვალისწინებული. გეზათში-N1 ქუჩაზე კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო სკვერის მოწყობა. გულუხეთში-სტადიონზე განათების მოწყობა და სახნავ-სათეს სავარგულებთან მისასვლელი გზების მოხრეშვა და არხის ამოწმენდა. სამიქაოში-კაჭარავების უბანში ფანჩატურის მოწყობა, კობახიძეების, დარცმელიძეების, ჩორგოლაშვილების, კაჭარავების უბანში გზების მოხრეშვითი სამუშაოები. მაიდანში-ტრენაჟორების მოწყობა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია სოფლებისათვის, რადგან მოსახლეობა მათი გადაწყვეტილების მიხედვით ირჩევს პრიორიტეტულ პროექტებს. ასეთი კომუნიკაცია მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
ეტაპობრივად მოგვარდება ყველა ის პრობლემა, რომელიც ამჟამად აწუხებს მოსახლეობას.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ასევე მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში,“-აღნიშნა შეხვედრაზე გიგა გაბელაიამ.
აბაშის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 500 000 ლარი დაიხარჯება.
მოსახლეობასთან შეხვედრები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა