აბაშის მუნიციპალიტეტში სოციალური შემწეობის მიმღები პირების დასაქმებას

აბაშის მუნიციპალიტეტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, რომელიც სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას ისახავს მიზნად, 15 პირი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრში უკვე დასაქმდა.
აღნიშნულ პირებს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, ჯონი ჩოჩია და სურსათის ეროვნული სააგენტოს ჯგუფის უფროსი, დევი სიდამონიძე შეხვდნენ.
შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს დაწვრილებითი ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულებში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების, დავალებებისა და მისი შესრულების კონტროლის შესახებ, უპასუხეს დასმულ შეკითხვებს.
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის რაიონულ განყოფილებას.
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content