კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით გაცემის თაობაზე, აბაშის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
2. აბაშის მუნიციპალიტეტში ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ დასაფინანსებელი პროექტების საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის ანგარიში 2021 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ანგარიში 2021 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი გია კუცია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე.