დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია,  მერის პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან ერთად მუნიციპალიტეტში არსებულ სამედიცინო დაწესებულებების მედპერსონალს შეხვდა

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია,  მერის პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან ერთად მუნიციპალიტეტში არსებულ სამედიცინო დაწესებულებების მედპერსონალს შეხვდა, ექიმთა საერთაშორისო დღე მიულოცა და პანდემიის მართვის პროცესში გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
მერმა პირადად გადასცა მადლობის სიგელები ააიპ აბაშის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს, შ.პ.ს. “შანი”- აბაშის საოჯახო მედიცინის ცენტრს, სს “სამედიცინო კორპორაცია ევექსის” აბაშის ჰოსპიტალსა და სსიპ საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის აბაშის რაიონული სამსახურს.

„ექიმთა საერთაშორისო დღეს ვულოცავ აბაშის მუნიციპალიტეტში მოღვაწე ყველა ექიმს, მედიცინის თითოეულ მუშაკს, ისინი პანდემიის საწყისი პერიოდიდანვე აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ რთულ პროცესში, მათი ძალისხმევით უამრავი ადამიანი გამოჯანმრთელდა. რამდენი შრომა და თავგანწირვა სჭირდება ამ პროფესიას, ისინი ხშირად შეუძლებელს აკეთებენ სიცოცხლის გადასარჩენად. მადლობა მათ პროფესიონალიზმისა და ერთგულებისთვის“,-აღნიშნა გიგა გაბელაიამ.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content