აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, პროგრამის, ,,მოზარდი მოხალისეების მხარდაჭერა პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ საქართველოში“, ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პარტნიორობით არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდი’’ ახორციელებს პროგრამას „მოზარდი მოხალისეების ჩართულობა პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ“, პროექტის მიზანია მოზარდებში კორონავირუსის გავრცელების პრევენცია ჰიგიენის ხელშემწყობი ღონისძიებების ჩატარების გზით. ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია.
პროექტის მიმდინარეობისას აბაშელმა ახალგაზრდებმა, ნანა შონიამ და მარიამ მელიამ გაიარეს საგანმანათლებლო ტრენინგები, რაც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში კომპეტენციების ამაღლებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიგა ჯვარელია, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდ“-ის აღმასრულებელი დირექტორი თინათინ მესხი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, ნანა ფრუიძე, მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი, მანანა ჯღარკავა და აბაშელი ახალგაზრდები
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content