აბაშის მუნიციპალიტეტში, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა

ბაშის მუნიციპალიტეტში, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა.
დასუფთავების აქცია, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კამპანიის „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში ჩატარდა.
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღისადმი დაგეგმილ დასუფთავების აქციაში, აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიგა ჯვარელია, მერის წარმომადგენელი სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლაშა კუცია და მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივები მონაწილეობდნენ.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდ. აბაშისა და მდ. ნოღელას მიმდებარე ტერიტორიები, ასევე სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის ცენტრში გამავალი წყალსაწრეტი არხის-ცუდღარის მიმდებარე ტერიტორია.

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე, მსოფლიოს მასშტაბით 1993 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით ყოველ წელს აღინიშნება.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content